ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.4371 ლარი გახდა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 03.11.2016
ნანახია: 1410

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4371 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4195 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7027 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6810 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ჯიხურებში დღეს, ერთი დოლარის ღირებულება, 2,480-ს მიაღწია, ერთი ევროს ღირებულებამ კი 2. 720-ს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე