2017 წელს iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone 7 SE გამოვა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 02.11.2016
ნანახია: 1532

2017 წელს Apple 3 სმარტფონს გამოუშვებს. „ჩაკბეჩილი ვაშლი“ iPhone-ს ტრადიციულად სექტემბერში წარადგენს.

გამოცემა Nikkei Asian Review-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ iPhone-ს ორივე მხრიდან შუშის ზედაპირი ექნება და მის დამზადებაზე კომპანია Biel Crystal Manufactory and Lens Technology იზრუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი თაობის iPhone-დან ერთ-ერთი, უკაბელო პორტით იქნება აღჭურვილი.

მაშ ასე, 2017 წელს ბაზარზე გამოვა iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone 7 SE.

თუმცა სხვა გამოცემების ინფორმაციით, 2017 წელს გამოსულ iPhone-ს უფრო დიდი ეკრანი ექნება, ვიდრე დღეს მის წინამორბედს გააჩნია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე