ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 01.11.2016
ნანახია: 1393

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4123 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4089 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6535 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6389 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე