Aston Martin-ი იალქნის ფორმის ცათამბჯენს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 31.10.2016
ნანახია: 1443

ელიტარული ავტომობილების მწარმოებელი Aston Martin-ი ცათამბჯენს ააშენებს, რომელსაც იალქნის ფორმა ექნება. ცათამბჯენი მაიამიში განთავსდება და ის 66-სართულიანი იქნება.. შენობის დიზაინი სტუდია Revuelta Architecture-მა და Bodas Mian Anger-მა შეიმუშავა.

აღნიშნული პროექტი Aston Martin-ისათვის იქნება პირველი, რითაც ის უძრავი ქონების ბაზარზე შევა.

აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Aston Martin-ი ლარნაკის მსგავსი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე