ბელარუსის დელეგაცია ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო

საქართველო, თბილისი - 12:53 | 28.10.2016
ნანახია: 1276

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ და მიხეილ პორტნოიმ ორქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ბელარუსის დელეგაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო. ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადაგენლების ვიზიტის მთავარი მიზანი ტურიზმის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე ბელარუსის დელეგაციის წევრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და კერძო კომპანიების გამოცდილებას გაეცნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე