ირანიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 28.10.2016
ნანახია: 1421

ირანიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.  2016 წლის ცხრა თვისმონაცემებით, ირანიდან საქართველოს  120,182 ვიზიტორი ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით 513%-ით მეტია.   რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეს იგივე მაჩვენებელმა  28,926 შეადგინა,რაც +571,9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოლო თვეების მონაცემებით საქართველოშიშემოსული მოგზაურების რაოდენობის  მიხედვით ირანი მეექვსე ქვეყანაა ტოპ 15 ქვეყანას შორის და მისი წილიჯამურ რაოდენობაში ზრდას განაგრძობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,  ირანიდანვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს ვიზალიბერალიზაცია წარმოადგეს :

„ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველივე  დღეს 15 თებერვალს ჩვენ ირანის ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოვაწყვეთ.  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აწარმოა ეფექტური კამპანია, საქართველოში მოიწვია ირანელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები, ამ ფაქტმა და ტურიზმის ადმინისტრაციის შემდგომმა ნაბიჯებმა, ასევე პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ირანიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გაცნობითი ტურების ორგანიზებას ირანიდან.

2016 წლის თებერვლიდან ირანთან უვიზო მიმოსვლის დაბრუნების შემდგომ შემოსული ვიზიტორებისრაოდენობა, თითქმის უტოლდება ბოლო სამი წლის განმავლობაში შემოსულ ჯამურ რაოდენობას. 6 თვეში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოს ირანიდან 75 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია"-აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე