საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 28.10.2016
ნანახია: 1290

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანიბანკი,  მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, სწრაფ ბიზნეს სესხს სთავაზობს. დღეიდან 10 000 ლარამდე თანხის მიღება შესაძლებელია სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.

მათ, ვინც ფლობს სავაჭრო ადგილს ბაზრობაზე, სილამაზის სალონს, მარკეტს, საკონდიტროს ან მსგავსი ტიპის ნებისმიერი სახის მცირე საწარმოს, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ადგილზე ეწვევა, სადაც მოხდება განცხადის შევსება და კრედიტის დამტკიცება.მიღებული დაფინანსების გამოყენებას, საკუთარი ბიზნესის წინსვლისა და განვითრებისთვის მომხმარებელი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის საშუალებით შეძლებს, სადაც სასურველი თანხა იქნება დარიცხული. აღნიშნულ, პლასტიკურ ბარათს კი ბანკის წარმომადგენელი, ადგილზევე გადასცემსმცირე ბიზნესის მესაკუთრეს. ამასთან, მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით: ინტერნეტბანკით და SMS ბანკით.სწრაფიბიზნესსესხის თანხა 10 000 ლარამდე განისაზღვრება, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე