Express Bank -ის Student Card -ი - სპეციალურად სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ბარათი

საქართველო, თბილისი - 14:08 | 27.10.2016
ნანახია: 1341

Express Bank -ი, ყველაზე მარტივი ბანკი, ახლა უკვე სტუდენტებს, სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ უნივერსალურ ბარათს Student Card -ს სთავაზობს. Student Card -ი ერთდროულად საბანკო, სამგზავრო და დაგროვების ბარათია, რომელიც ყველა მათგანს უფასოდ გადაეცემა. ისინი, ვინც ბარათს პირველად გააქტიურებენ, ასევე საჩუქრად მიიღებენ 500 Express ბონუსქულას. Student Card -ით თვეში მინიმუმ 600 ექსპრესს ქულის დაგროვების შემთხვევაში, ბანკი სტუდენტებს დამატებით 3000 ექსპრეს ბონუსქულას გადასცემს საჩუქრად. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აქედანვე დაიწყონ საბანკო ისტორიის შექმნა Express Bank-ში და ისარგებლონ მრავალი ბენეფიტით:

  • შეასრულონ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია;
  • Student Card -ით გადახდისას, დააგროვონ Express ბონუსქულები და შემდეგ ეს ქულები გადაცვალონ: უფასო მგზავრობაზე, მობილურის სასაუბრო დროზე, მობილურის ინტერნეტზე, სმს-ებზე და სხვა მომსახურებაზე;
  • ისარგებლონ შეღავათიანი სტუდენტური ტარიფით, მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზაზე;
  • ისარგებლონ Express განვადებით;
  • შეიძინონ სასურველი ნივთი ონლაინ;

Student Card -ზე ნაღდი თანხის შეტანა ასევე მარტივად, Express Bank-ის გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. სტუდენტები, ბარათის მხოლოდ ერთი შეხებით გადახდას, შეძლებენ ყველგან - უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ასევე, ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონით, TSKAPP აპლიკაციის მეშვეობით. სურვილისამებრ, შესაძლებლობა აქვთ ბანკომატის საშუალებით გაანაღდონ თანხა, ისარგებლონ ინტერნეტ-გადახდებით, შეავსონ მობილური ბალანსი საკომისიოს გადახდის გარეშე. სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ დისტანციური საბანკო მომსახურებითაც, რომლის დახმარებითაც ბანკში მიუსვლელად შეძლებენ სასურველი საბანკო და არასაბანკო მომსახურების მიღებას: ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ტელეფონბანკის და SMS ბანკის საშუალებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე