ლევან დავითაშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
საქართველო, თბილისი - 16:54 | 18.10.2016 ნანახია: 1403სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, ალექსანდრე ნასარიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2015 წლის აგვისტოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ამოქმედდა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტს - მოხალულ თხილის გულს, დაჭრილი მოხალული თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ არის განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შპს „ჯიენ კომპანი“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22 000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარი USAID/REAP, ხოლო დარჩენილი 1,796 აშშ დოლარი ბენეფიციარმა თავად გადაიხდა. ამ ეტაპზე, კომპანია ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება. სერტიფიკატს შპს „ჯიენ კომპანი“ ნოემბრის ბოლოს მიიღებს.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 154 ახალი საწარმო დაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც სამეგრელოს მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივების დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.
ერთიანი აგროპროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა