ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 13.10.2016
ნანახია: 1542

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3537 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3527 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5942 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5920 ლარს შეადგენდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე