გუდაურში ცნობილი ბრენდების სასტუმროები აშენდება

საქართველო, თბილისი - 12:01 | 12.10.2016
ნანახია: 1371

ახალ გუდაურში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება.

კომპანია "რედკოს" მიერ დაგეგმილი მშენებლობების პირველი ფაზა 10 ჰექტარის განვითარებას გულისხმობს. მისი განხორციელება 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელიწადში დასრულდება. პროცესი კანადურმა კომპანიამ "ეკოსანმა" შეიმუშავა და ახალ გუდაურში 26 ნაგებობის მშენებლობას მოიცავს.

პროექტით გათვალისიწნებულია ბრენდული სასტუმროების, ასევე სასტუმროების ტიპის კომპლექსებისა და კოტეჯების მშენებლობა. ჯამში ამ პროექტს გუდაურს 1500 ნომერი დაემატება. 

ამ ეტაპზე გაფორმებული მემორანდუმი Starwood Hotels and Resorts-თან, რომლის მიხედვითაც ახალ გუდაურში აშენდება Sheraton-ის ბრენდის სასტუმრო, ასევე ცვლილებები მოხდა Radisson-ის სასტუმროს მშენებლობის პროექტში. 

გუდაურის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე კომპანია Carison Rezidor-მა გადაწყვიტა, რომ უფრო მასშტაბური პროექტი განახორციელოს გუდაურში, რომლის მშენებლობაც წელსვე დაიწყება მემორანდუმს ხელი რედკოსა და Carison Rezidor-ს შორის წელს, ოქტომბერში მოეწერა. 

Radisson-ის ბრენდის კომპლექსი წარმოდგენილი იქნება 200 ნომრიანი სასტუმროთი და 400 ნომრიანი აპარტამენტების ბლოკით. "რედკო" კომპლექსის დასრულებას 2017-2018 წლების ზამთრის სეზონისთვის გეგმავს

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე