საქართველოს ტურისტულ მიმართულებას აშშ-ში გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 17:45 | 06.10.2016
ნანახია: 1501

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გლობალურ კონფერენციაზე გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ნევადის შტატის ქალაქ რენოშიგამართა.

კონფერენციას სახელწოდებით ASTA Global Convention ამერიკის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, უმსხვილესი ასოციაციების წევრები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები დაესწრნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებპრეზენტაციას 100-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კონფერენციისფარგლებში წარმოდგენილი იყო ტურისტულ გამოფენაზე. კონფერენციის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართულიღვინის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით. კონფერენციის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ შეხვედრები გამართა ASTA-ს პრეზიდენტთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების შედეგ ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვისშესახებ დაინტერესება გამოხატეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე