საქართველო ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 05.10.2016
ნანახია: 1312

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ტურების განხორციელება შეეძლება,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

აღნიშნული შესაძლებლობა ქართულ ტურისტულ კომპანიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეეძლებათ.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის  დასაბამიდან იღებს სათავეს. მისი განცხადებით, „სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც საფუძველი ქართველმა და ჩინელმა ხალხმა ჩაუყარა, დღესაც გრძელდება და უფრო მეტ ძალას იკრებს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.“

„შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე