დავით აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 04.10.2016
ნანახია: 1506

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს  გადასცა.

კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე