დიმიტრი ქუმსიშვილმა კასპში ახალი საწარმო „ჯეოფერტში“ დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 30.09.2016
ნანახია: 1371

კასპში მდებარე მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“  დაათვალიერა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჯეოფერტი“  ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და  ცოტა ხანში სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება.

„ჯეოფერტის“ საწარმო 12 000 კვ.მ. ტერიტორიაზე  8 თვეში აშენდა. კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით,  ყველა ძირითადი მანქანა-დანადგარი და საწარმოო ხაზი საქართველოში დამზადდა. მათივე ინფორმაციით, კასპის რაიონში ქარხნის მშენებლობა განპირობებულია ახლოს მდებარე უნიკალური, ბუნებრივი მინერალის, თეძამის ცეოლითის საბადოს არსებობით, რომელიც ბაქტერიული სასუქის ერთ-ერთ ინგრიდიენტს წარმოადგენს. თეძამის  ბუნებრივი, მინერალი ცეოლითი თავისი ხარისხობრივი და დადებითი მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. წარმოებაში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიური პროცესები სრულიად ავტომატიზირებულია, ნედლეულის მიწოდება-გადამუშავებიდან  საბოლოო პროდუქციის მიღებამდე.

საწარმოს შექმნისთვის გრძელვადიანი სესხი 5 600 000 აშშ დოლარის ოდენობით „ქართუ ბანკმა“ გასცა.  „ჯეოფერტის“ პროდუქცია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე