გლდანში "სითი მოლი გლდანი" გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 30.09.2016
ნანახია: 2035

1200 ადამიანი დასაქმდება გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაშიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო  მონაწილეობა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრი - "სითი მოლი გლდანი" უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული, სრულად უზრუნველყოფილია პარკინგით და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

„1200 ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის ის მინიმალური დასაქმება, რომელიც დღეს გლდანში, ახალ სავაჭრო ცენტრში შეიქმნა. მე ძალიან მოხარული ვარ ამ ამბით.  40 000 კვ. მ. ფართობის შენობის ნახევარზე მეტი სავაჭრო სივრცეა და პრაქტიკულად, სრულად დატვირთულია. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ქალაქისთვის, 45 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული ამ ობიექტში, შექმნილია ყველა სერვისი, მათ შორის 750 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. აქ არის მაკდოლადსი, აქ არის კარფური, აქ არის ყველა ის ბრენდი, რომელიც არის ძირითად მოლებში და მე მიხარია, რომ დღეს გლდანელებს, მუხიანელებს აქვთ შესაძლებლობა, სახლთან ახლოს, შორს გაუსვლელად მიიღონ შესაბამისი სერვისები“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრიქუმსიშვილმა.  

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე