20 მლნ დოლარი და განმუხურის ბოტანიკური ბაღი (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:37 | 28.09.2016
ნანახია: 4711

"ფონდი ქართუ" და "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განმუხურის ბოტანიკური ბაღის და სასტუმროს მშნებლობას იწყებს.

"ფონდი ქართუს დაფინანსებით აქ 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.   
 
 
პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ქართველის ხალხის მზაობას- გავუზიაროს წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გახადოს აფხაზი ძმები საქართველოს განვითარების მონაწილე და  თანაზიარი.
 
100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური ჯიშებისა და სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიოტრიაზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციცაციებთან.
ბაღის ტერიოტრიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი  სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში იფუნქციონირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შესწავლონ ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეები. პროექტით ასევე გათვლისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე