მთაწმინდის პარკის მიმართულებით ახალი საბაგირო დამონტაჟდება

საქართველო, თბილისი - 15:16 | 20.09.2016
ნანახია: 2643

თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით ახალი საბაგიროს მოწყობა იგეგმება.

სამუშაოები სავარაუდოდ, ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში დაიწყება. გეგმის მიხედვით, საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომდევნო წლის ზაფხულიდან მოხდება.

საბაგიროს სრული დატვირთვის მუშაობის შემთხვევაში საათში 1100 კაცის გადაყვანა შეეძლება. მგზავრობა კი სულ 4 წუთს გასტანს.

საბაგირო გზა შეკვეთილია ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან“ რომელიც აღნიშნულ სეგმენტში ბაზარზე, ერთ–ერთ უმთავრეს მოთამაშეს წარმოადგენს, მისი ხარისხითა და აღებული ვალდებულებების შესრულებით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე