იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა

საქართველო, თბილისი - 18:30 | 20.09.2016
ნანახია: 1398

იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა. ქარიშხალი „მალაკასი“ თავს ქვეყნის სამხრეთ-რაიონებს დაატყდა.

ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც დაერთო, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა.

სტიქიური უბედურების ზონიდან 600 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე