სტამბოლის ათათურქის აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის ავიარეისები მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:39 | 20.09.2016
ნანახია: 1368

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რეკორდული ავიარეისების საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა. როგორც სახელმწიფო აეროპორტის მთავარი მმართველი (DHMI) აცხადებს, ათათურქის აეროპორტში დღის განმავლობაში 1500 რეისი (აფრენა/დაფრენა) განხორციელდა.

DHMİ-ს ინფორმაციით, 18 სექტემბერს ათათურქის აეროპორტიდან, მხოლოდ შიდა რეისებზე, 236 გაფრენა და 245 დაფრენა დაფიქსირდა, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო რეისებს 513 გაფრენა და 506 დაფრენა.ამ დღეს აეროპორტი 156 941 მგზავრს მოემსახურა..

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია, რომელმაც რეისების მიღების მხრივ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე