ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 17:33 | 16.09.2016
ნანახია: 1428

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 159 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა, დიდი წინსვლაა საქართველოსთვის, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს, რომ მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული ქვეყანაში.

„ძალიან სასიხარულო ამბავია,- საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფრეზერის“ ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის 2016 წლის მონაცემები მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით და ამ შედარებით ინდექსში საქართველო მეხუთე ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიც არის ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და მეხუთე არის საქართველო. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა. მინდა ვთქვა შედარებისთვის, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მეთორმეტე პოზიციაზე, 2014 წელს მეთექვსმეტეზე, 2013 წელს ოცდამეერთეზე, 2012 წელს 53-ე პოზიციაზე და ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორიც არის ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული ქვეყანაში”,-აღნიშნა პრემიერმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე