რუსთავში „მაკდონალდსი“ გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:07 | 15.09.2016 ნანახია: 2102საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრო. რესტორანი, რომელიც რუსთავში, მეგობრობის გამზირზე აშენდა, საქართველოს მასშტაბით, „მაკდონალდსის“ ქსელის რიგით მე-11 სწრაფი კვების ობიექტია, რომელშიც 62 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „მაკდონალდსის“ ეს რესტორანი განსაკუთრებულია, რადგან გამოირჩევა მომსახურების ახალი, ეფექტური პლატფორმით, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მასში მოქმედებს 24 საათიანი „დრაივის“ სერვისი. დიმიტრი ქუმსიშვილტან ერთად „მაკდონალდსის“ გახსნის ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია და ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესწრებოდნენ.
„ეს არის სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ შეიქმნა არა უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი, არამედ მეგობრული ეკოსისტემა ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ყველა იმ პირისთვის, ვისაც უნდა დასვენება და ხარისხიანი მომსახურეობის მიღება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუსმიშვილმა
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასევე შეიქმნა სკვერი და გარემონტდა ის შენობები, რომლებიც არის „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
„თვითონ რესტორანში ჩადებულია 5 მილიონის ინვესტიციები და ეს იყო სწორედ ის ვალდებულება, რომელიც კომპანიას ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე აღებული. დღეს რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, ისინი არიან სულ რუსთაველები და შესაბამისად, სწორედ მათ მიეცათ დასაქმების შესაძლებლობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და მენეჯმენტს იმიტომ, რომ მათ რუსთავში ნამდვილად მოახერხეს და მოაწყვეს ზეიმი. ასევე მინდა მივულოცო რუსთაველებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დღეს უკვე თავიანთ ქალაქში მიიღონ იმ სტანდარტის მომსახურება, რომელსაც ქართული „მაკდონალდსი“ გვთავაზობს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რუსთავის „მაკდონალდსის“ საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, „დრაივი“ კი მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემასახურება. რესტორანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მაკდონალდსის მთლიან ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, 828 ადამიანს შეადგენს. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა