ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 11:41 | 13.09.2016
ნანახია: 1318

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქლეი ბერის (Clay Berry) შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორობასა და მომავალ თანამშრომლობაზე, აღინიშნა მზაობა სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე