ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში TRAVEL MEDIA FORUM-ი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:04 | 12.09.2016
ნანახია: 1421

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშრისო კონფერენციას საქართველოში მსოფლიოს რეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები  გააშუქებენ. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მეორეTRAVEL MEDIA FORUM-ი ჩაატარა. ჰაფინგთონ პოსტის, ბიზნეს ინსაიდერის, თრეველ პლიუსის, და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები კონფერენციასაც დაესწრნენ და ზოგადად საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს  ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. მედია ფორუმის ჟურნალისტებს გაეროს მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაიც შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით თრეველ მედია ფორუმი მომდევნო წლებში უფრო მასშტაბური გახდება.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენციის  გასაშუქებლად  მსოფლიოში ცნობილი და მღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები მოვიწვიეთ. ისინი გააშუქებენ როგორც თავად კონფერენციას,  ასევე  გაეცნობიან ზოგადად საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტულ პოტენციალს. ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისთვის პირორიტეტულია, და ამ ხმრივ არაერთ პროექტს ვახორციელებთ - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენციას რომელიც პირევლად ჩატარდა 42 ქვეყნის 250 მდე დელეგატი ესწრებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე