Express Bank-ი სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 08.09.2016
ნანახია: 1548

Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა დღეს თბილისში კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა. მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, გლდანში, ხიზაბაურის ქუჩის 1-ელ ნომერშიც შეძლებს.

Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 121 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე