რა ღირს საცხოვრებელი და კომერციული ქონება დედაქალაქის თქვენთვის საინტერესო უბანში?
საქართველო, თბილისი - 14:18 | 08.09.2016 ნანახია: 1456თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითიინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივიპროექტის ფარგლებში უძრავი ქონებისინდექსები გამოქვეყნდა
უძრავი ქონების ლაბორატორიამ (REM lab)უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით.
როგორც ირკვევა, მოცემულ 12-თვიან პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი დედაქალაქში მერყეობდა 836-დან 900 აშშ დოლარამდე. ამასთან, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 1.8%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
2016 წლის ივნისის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (1 კვ.მ. 1011 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (1 კვ.მ. 544 აშშ დოლარი).
საცხოვრებელი ქონების დაქირავებაც ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს (1 კვ.მ. საშუალოდ 9.0 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი სამგორში (1 კვ.მ. საშუალოდ 5.0 აშშ დოლარი). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 13.2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
შედარებით ძვირია თბილისში კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის და იჯარის ფასები. მაგალითად, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1088-დან 1230 აშშ დოლარამდე, თუმცა 2016 წლის ივნისის მონაცემებით, გაყიდვის ფასის ინდექსი შემცირებულია 9.6%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
რაც შეეხება იჯარას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარა საშუალოდ 10.1-დან 12.0 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2016 წლის ივნისის თვეში იჯარის ფასის ინდექსიც შემცირებულია 4.8%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
უძრავი ქონების ლაბორატორიის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე), თვეში საშუალოდ, ფიქსირდებოდა უძრავი ქონების გაყიდვის 2384 ტრანზაქცია. 2016 წლის ივნისში დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვების 34.9% ვაკისა და საბურთალოს რაიონებზე მოდის.
2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 30.7%-ით გაიზარდა და 2811 შეადგინა.
აღნიშნულ კვლევას რეგულარული ხასიათი ექნება და უძრავი ქონების ინდექსები სხვა ინდიკატორებთან ერთად ყოველთვიურად გამოქვეყნდება. პროექტის REM lab ფარგლებში იგეგმება კვლევის არეალის თანადათანობითი გაფართოვება: პერსპექტივაში კვლევა საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.
კვლევის სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ გვერდზე: iset-pi.ge
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა