"Man"-ის სპეციალისტები თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსების ბოლო დეტალებზე მუშაობენ
საქართველო, თბილისი - 16:54 | 07.09.2016 ნანახია: 1431დავით ნარმანია პოლონეთში ვიზიტს განაგრძობს. თბილისის მერი მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად დღეს ქალაქ სტარახოვიცეში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტის ფარგლებში გერმანული კომპანია "MAN Truck & Bus AG"-ის რიგით მეორე ქარხანა დაათვალიერა და თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს პირადად დაესწრო. "Man"-ის სპეციალისტები, ამ დროისათვის, ბოლო დეტალებზე მუშაობენ. სტარახოვიცეს ქარხნიდან აწყობილი ავტობუსები "Man"-ის პოზნანის ქარხანაში გადაიგზავნება, საიდანაც კომპანია ახალ ავტობუსებს თბილისში ჩამოიყვანს.
გერმანული კომპანია "MAN Truck & Bus AG" -ი ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. ტარახოვიცეში 1999 წელს აშენებული ქარხანა, სადაც, ახალი ავტობუსების ნაწილები ეწყობა, 261.804 მ2 ტერიტორიაზეა განთავსებული და "Man"-ის ყველა სახის ავტობუსის წარმოებაა შესაძლებელი. აქ 2006 წლიდან აწარმოებენ CNG საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ საქალაქო ავტობუსებს, რომლებიც სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას.
ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიან ქუჩებზე ივლის. გარდა ამისა, თბილისში მიმდინარეობს ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობაც, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სერვისი, რაც ახალი ავტობუსების ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. ავტობაზა მისი მასშტაბითა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული აღჭურვილობით “Man”-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.
ავტობაზის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა, მათ შორის : ადმინისტრაციული შენობა, გამშვები პუნქტი, სერვისცენტრი, საწვავგასამართი სადგური, სამრეცხაო, 377 ავტობუსის ტევადობის ღია სადგომი, დაცვის ჯიხურები და სხვა დამხმარე ნაგებობები.
ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. EBRD-ის სასესხო რესურსმა შეადგინა 27 მლნ ევრო, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "E5P" 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა