საქართველო იაპონურ მედიაში

საქართველო, თბილისი - 15:28 | 06.09.2016
ნანახია: 1383

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოპულარული იაპონური გამოცემისა და სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებიან.

მათ შორის იაპონური სამაუწყებლო კომპანიის „NHK" მართველთა გუნდის წევრი  დოქტორ ნოიური მიმა,  „Japan Travel Writers' Organization"-ის დირექტორი  ჰიტოში მინემურა და  პოპულარული იაპონური გადაცემის „Ima-Sekaiwa" წარმომადგენლები იმყოფებიან.

 გადაცემის აუდიტორიისა და ფორმატის გათვალისწინებით, ისინი საქართველო უფრო ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით გააშუქებენ.  ჟურნალისტები გადაცემებსა და სტატიებს საქართველოს საინვესტივიო, ტურისტულ პოტენციალსა და მდიდარ კულტურულმემკვიდრეობაზე მოამზადებენ. რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს  იაპონელი ტურისტებისთვის. საქართველოს შესახებ სტატიები   მაღალ რეიტინგულ გამოცემებში გამოქვეყნება და  გადაცემა 'Ima-Sekaiwa"-ში გაშუქდება.

მედიის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს თბილისი, წინანდალი, ყვარელი, სიღნაღი, მცხეთა, ბათუმი, მესტია, გორდი, წყალტუბო,და ფოთი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით პრეს - ტურების ორგანიზებას ტურიზმის ადმინისტრაციამთელი წელი ახორციელებს, წელს 8 თვის განმავლობაში 74 პრეს ტური ჩატარდა და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 434ჟურნალისტი იმყოფებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე