სტეფანწმინდაში რიგით მეშვიდე ,,ყაზბეგის მარათონი" ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 05.09.2016
ნანახია: 1469

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ტურისტული სააგენტო "Visit Georgia"-ს ორგანიზებით სტეფანწმინდაში რიგით მეშვიდე ,,ყაზბეგის მარათონი" ჩატარდა. რომელიც ზღვის დონიდან 1700-2200 სიმაღლეზე გაიმართა,  კავკასიონის გრანდიოზული ხედებისა და მყინვარწვერის ფონზე.

მარათონში მონაწილეობის მისაღებად 407 მორბენალი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან დარეგისტრირდა.  აღსანიშნავია,  რომ ყაზბეგის მარათონი მსოფლიოს სათავგადასავლო მარათონების სიაშია შესული და 5 დისტანციას მოიცავს : სამოყვარულო გარბენი-8 კმ, ნახევარ მარათონი 21 კმ, სრული მარათონი 42 კმ, გუნდური შეჯიბრი მარათონული ესტაფეტა- 42 კმ და ბავშვთა გარბენი- 04 კმ.

მარათონი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ,,მშობელთა სახლს"  გადაერიცხება, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე