დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება
საქართველო, თბილისი - 16:45 | 01.09.2016 ნანახია: 1454საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ შედეგებზე ისაუბრა. კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.
დიმიტრი ქუმსიშვილი ინფორმაციით, კვლევის ამოსავალი წერტილი მსყიდველუნარიანი შემოსავლების რაოდენობა და მოსახლეობის მხრიდან თავის თავზე თანხების ხარჯვის შესაძლებლობაა. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა - როცა მოსახლეობა თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე ნაკლებს ხარჯავს. შესაბამისად, არის გრადაცია - 2.5$-დან 5$-მდე, 5$-დან 10$-მდე და 10$-ის ზევით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ნიშნული 2010 წელს დაფიქსირდა და 46.7 პროცენტი (2.1 მილიონი ადამიანი) შეადგინა. 2014 წელს შემცირდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და 32.3 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ 1.4 მილიონი ადამიანი დღიურად 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებსხარჯავს, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში სიღარიბის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „შესაბამისად, 2012წლიდან 2014 წლამდე 500 000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს და მათ საშუალება მიეცათ, თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე მეტი დახარჯონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კვლევა განსაზღვრავს პერსპექტივას შემდომ წლებში. კვლევის მხედვით, შემდგომ წლებში საქართველოში სიღარიბის ზღვარი ასევე შემცირდება 6.8%-ით და საბოლოო ჯამში, 2018 წლიდან ეს მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლები უნდა გახდეს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მიზეზები, რის გამოც მოხდა სიღარიბის შემცირება, ესენია: ეკონომიკურ შესაძლებლოებბზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, მეტი ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე და ფისკალური პოლიტიკის როლი. ამასთან, გაიზარდა მოსახლეობის იმ ნაწილის წილი, რომელიც ყოველდღიურად თავის თავზე 10$-ზე მეტის დახარჯვას ახერხებს, ასეთია მოსახლეობის 7%, რაც 314 000 ადამიანს შეადგენს.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სიღარიბის მაჩვენებლის კლება გამოიწვია, საშუალო ხელფასის ზრდაა (8%), ასევე ეკონომიკურიაქტივობა (11.11%) დატრანსფერები (8.57%).
„ყველა იმ ეკონომიკურმა რეფორმამ, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში გაატარა, თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენ რეალურად გვაქვს სიღარიბის შემცირება, თუმცა, ის კვლავ უაღრესად დიდია. ამ კვლევის მიხედვით, 1.4 მლნ ადამიანს კვლავ არ შეუძლია თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე მეტის დახარჯვა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა