თურქეთმა სირიის საზღვართან უცნობი საფრენი აპარატი ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 15:09 | 16.10.2015
ნანახია: 1908

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის საზღვართან უცნობი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ქვეყნის გენშტაბი იუწყება.

გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად სამი გაფრთხილებისა, მან მოძრაობა მაინც განაგრძო, რის შემდეგაც თურქულმა თვითმფრინავებმა. რომლებიც საზღავრთან პატრულირებდნენ, საფრენი აპარატი წესების სრული დაცვით ჩამოაგდეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე. ”ბი-ბი-სი”-ს მონაცემებით დრონს რეგიონში სამხედრო ოპერაციისას იყენებს სირიის არმია, ასევე ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მას იყენებენ კოალიციის ძალები და რუსი სამხედროები.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე