დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 16.10.2015
ნანახია: 1696

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 16 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, აბდულ სატარ მურადს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო–ავღანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ მხარეები დაინტერესებული არიან მათი გაღრმავებით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სატრანზიტო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ავღანეთის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, ავღანეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, ეწვიოს საქართველოს, ასევე ადგილზე შეისწავლოს, როგორ დაძლია საქართველომ კორუფცია და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ამ მიზნით საქართველოში სასწავლო მისიის ორგანიზების შესაძლებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე