სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი კონკურსს „ტუროგრაფს" მართავს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 30.08.2016
ნანახია: 1422

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი კონკურსს „ტუროგრაფს" მართავს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც საიტზე turography.geგააგზავნის საკუთარ შთაბეჭდილებებს და ნამუშევარს საქართველოში მოგზაურობის შესახებ. თემების მიღება 7 სექტემბერს შეწყდება. გამარჯვებული ტუროგრაფები 15 სექტემბერს გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასულ ტუროგრაფს 2 ადამიანზე 5 დღიანი სამოგზაურო პაკეტი გადაეცემა ბორჯომის ხეობაში და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო სასტუმროებში. მეორე ადგილზე გასულს ქენონის პროფესიონალური ფოტოაპარატი. კონკურსის დეტალების შესახებ საზოგადობას ინფორმაცია ბიბლუსში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის წარმომადგენელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა გააცნეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე