კვირიკაშვილმა საერთაშორისო სსფ-ს მისიის ახალ ხელმძღვანელი მიიღო

საქართველო, თბილისი - 18:00 | 23.08.2016
ნანახია: 1539

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან.

გიორგი კვირიკაშვილმა მერსედეს ვერა მარტინს  მიულოცა საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნება პარტნიორული ურთიერთობების კიდევუფრო გაღრმავებისკენ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ და საპროგნოზო მაჩვენებლებს.  ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისმიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერისმნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  წარმომადგენლებს გააცნო 4-პუნქტიანი რეფორმისსამთავრობო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას,ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარომომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას.           

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასტუმრო სექტორში არსებულ დადებით ტენდენციასა და საქართველოში ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებლზე. აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობსინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებშეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე და განიხილეს რეგიონში არსებულიგამოწვევები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო იქნება  მაგალითი რეგიონში მაკროეკონომიკურისტაბილურობისა  და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან  ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე