გიორგი ბაგრატიონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველო, თბილისი - 15:16 | 22.08.2016
ნანახია: 1303

2016 წლის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 58 მისამართზე დაფინანსებულია 60 სხვადასხვა სახის სამუშაო. სამუშაოების საერთო ღირებულება 2 98 475,51 ლარს შეადგენს.

განხორციელდა 14 სადარბაზოს შიდა რემონტი, საერთო თანხით 229 452,10 ლარი, 16 სადარბაზოს კარის მონტაჟი, საერთო თანხით- 23 965.64 ლარი. ასევე, 14 სადარბაზოს სენსორული განათება, საერთო თანხით -22 311.96 ლარი.

გარდა ამისა, გაკეთდა 2 სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის რემონტი, საერთო თანხით- 2 584.12 ლარი, 5 სადარბაზოს კიბის აღდგენა, საერთო თანხით -16 842,46 ლარი, 9 მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნა, საერთო თანხით- 3 319,23 ლარი.

ამასთან, 2016 წლის განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 45 მისამართზე დაფინანსებულია 52 სართულშორის ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაო, რომლის ღირებულებაც 826 650,53 ლარია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე