საქართველო BBC-ის ობიექტივში

საქართველო, თბილისი - 11:35 | 22.08.2016
ნანახია: 1413

ტელეკომპანია BBC  საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს. დოკუმენტური  ფილმების გადასაღებად  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს  კომპანია „Edenwood Productions“ გადამღები ჯგუფი ეწვია.  ტურში მონაწილეობას იღებენ  მთავარი პროდიუსერი Lydia Conway და დამხმარე ასისტენტი Benjamin Arnott.

 გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა  2 კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულეს.  ჯგუფის წევრებმა გადაიღეს თბილისი, მცხეთა,უფლისციხე ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო, აჭარა, სვანეთი, ზუგდიდი, მარტვილი, ქუთაისი, გორი, კახეთი, ანანური და  ყაზბეგი.  თითო ფილმი 1 საათიანი იქნება და 

საქართველოს კულტურას,  ისტორიას, რელიგიას და ტურისტულ  ღირსშესანიშნაობებს მიეძღვნება. ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასვლის შემდეგ დოკუმენტური ფილმების ნახვა BBC-ის და გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ის  გვერდებზე იქნება შესაძლებელი





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე