ვითიბი ბანკი საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 19.08.2016
ნანახია: 1508

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორისშედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვითიბი ბანკის საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.ნაკრების გენერალური სპონსორობის პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

საქართველოში აკადემიური ნიჩბოსნობა გავრცელდა 1950-იან წლებში.საქართველოს ნიჩბოსნობისა ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 1991 წელს. 1993 წლიდან არის აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FISA) წევრი.

ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა:

ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შეემატანიჩბოსნობაში საქართველოს 18 წლამდე ეროვნული ნაკრები. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ  განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე