სატრანსპორტო საშუალებების რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება უკვე შესაძლებელია

საქართველო, თბილისი - 10:22 | 18.08.2016
ნანახია: 1374

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანა შეამოწმონ რადიაციულ დაბინძურებაზე.

დღეს უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტურებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე