"აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან ნავთობის მოპოვებამ 3 მლრდ ბარელს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 16:19 | 17.08.2016
ნანახია: 1541

ნავთობის მოპოვების საერთო ოდენობამ აზერბაიჯანული საბადო "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" ბლოკიდან მისი ექსპლუატაციის დაწყებიდან (1997 წ) მიაღწია 3 მილიარდ ბარელს, განაცხადა კომპანია BP-Azerbaijan-მა.

"აზერი-ჩირაგ-გიუნეშლი"  წარმოადგენს 6 ნავთობმომპოვებელი პლატფორმის კომპლექსს. საბადოს დამუშავება ხორციელდება ეტაპობრივად.

"აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" ბლოკის დამუშავების კონტრაქტი ხელმოწერილ იქნა 1994 წელს. ბლოკის მარაგები შეადგენს 7 მილიარდ ბარელ სანავთობო ექვივალენტს. კონტრაქტის თანახმად წილობრივი მონაწილეობა შემდეგნაირადაა განაწილებული: BP - 35.78%, Chevron - 11.27%, Inpex - 10.96%, AzACG - 11.65%, Statoil - 8.56%, Exxon - 8%, TPAO - 6.75%, Itochu - 4.3%, ONGC - 2.72%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე