ბაქო-თბილისი-ყარის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას შეჩერება ემუქრებოდა?

საქართველო, თბილისი - 13:29 | 17.08.2016
ნანახია: 1319

თურქეთში სამხედრო გადატრიალება რომ განხორციელებულიყო, ბაქო-თბილისი-ყარის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა გაჩერდებოდა, - ამის შესახებ სააგენტო Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ამბოხის წარმატების შემთხვევაში, თურქეთში დიდი საფრთხის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც აღმოჩნდებოდა.

აჰმეთ არსლანის მტკიცებით, ამბოხის მონაწილეთა ერთ-ერთ მიზანს თურქეთში სატრანსპორტო პროექტების პარალიზება წამოადგენდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შენდება. მისი გახსნა 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე