სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 17.08.2016
ნანახია: 1254

17 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8,050 პროცენტით, მაქსიმალური 8,230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8,095 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი  11.750% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე