აჭარაში 28.4%-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 17.08.2016
ნანახია: 1723

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა მზარდია. „საქსტატის“ დაზუსტებული ინფორმაციით, 2015 წელს აჭარაში 204 მლნ 531 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 28.4%-ით მეტი ვიდრე 2014 წელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს აჭარაში 159 მლნ 275 ათას 100 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2015 წელს 2013 წელთან შედქარებით აჭარაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 232.33%-ითაა გაზრდილი.

აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი სასტუმროებსა და რესტორნებზე მოდის. 2015 წელს ამ სეგმენტში 118 მლნ 994 ათას 700 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. 2015 წლის მონაცემებით, მეორე პოზიციაზეა ენერგეტიკის სექტორი 47 მლნ 703 ათას 500 დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 14 მლნ 402 ათას 800 დოლარით.

2015 წელს აჭარაში დამამუშავებელ მრეწველობაში ჩადებულმა უცხოურმა კაპიტალმა 8 მლნ 885 ათას 800 დოლარი შეადგინა. უძრავი ქონეებაში კი 7 მლნ 485 ათას 900 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც  სხვა რეგიონებისგან (გარდა თბილისი) საკმაოდ კარგადაა განვითარებული, 2015 წლის მაჩვენებლებით წინ უსწრებს 2014 წლის მაჩვენებლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება 2013 წლის მაჩვენებელს. სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს აჭარის უძრავი ქონების სექტორში განორციელდა 6 მლნ 620 ათას 600 დოლარის, ხოლო 2013 წელს კი 21 მლნ 233 ათას 500 დოლარის პირდაპირი უცხოუირი ინვესტიცია.

2015 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აჭარის ნომერ პორველი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა (85 მლნ 647 ათას 200 დოლარი). მეორე პოზიციაზეა საერთაშორისო ორგანიზაციები (32 მლნ 932 ათას 800 დოლარი), ხოლო მესამეზე თურქეთი (21 მლნ 430 ათას 800 დოლარი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე