მთავრობის სხდომაზე კიდევ ოთხი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა
საქართველო, თბილისი - 16:50 | 16.08.2016 ნანახია: 123116 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ოთხი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, მათ შორის ორი - „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ჯამში, ოთხივე საწარმოში 400-მდე ადამიანი დასაქმდება.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, 190 ადამიანი დასაქმდება საკვები პროდუქტების საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა გმირი კურსანტების ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
კომპანია საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 3 755 202 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და ყოველწლიურად, მინიმუმ 1 450 ტონა ძეხვისა და ანალოგიური პროდუქტების, ასევე 10 ტონა მზა და დაკონსერვებული ხორცის გამოშვებას გეგმავს.
„მოგეხსენებათ, ეს არის კომპანია, რომელიც ცნობილია, როგორც „ვაკის სოსისების საწარმო.“ მისი ქონება დაიტბორა 13 ივლისის სტიქიის დროს და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია, მათთვის ახალი ქონების გადაცემა და პრაქტიკულად, ნულიდან მოხდება წარმოების აღდგენა“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ასევე საკვები პროდუქტების საწარმო შეიქმნება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“-სთვის ერთ ლარად გადასაცემ სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში მდებარეობს.
კომპანია საწარმოს შესაქმნელად 320 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ქონების გადაცემიდან ორი წლის ვადაში მაკარონის ნაწარმის, პურის, ცომეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ანალოგიური პროდუქტების გამოშვებას გეგმავს
აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე დასაქმდება 30 ადამიანი, ხოლო სრულად ამოქმედებიდან საწარმოში დაახლოებით 160 ადამიანი იმუშავებს.
პროდუქცია გათვლილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ.
გარდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საწარმოების პროექტებისა, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ორი ახალი საწარმო შეიქმნება ასევე თბილისსა და ოზურგეთის რაიონში.
„კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია „კაფსულო“11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმოს აშენების პირობით „კაფსულოს“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით - 412 000 ლარად გადაეცემა. ახალ საწარმოში დაახლოებით 30 ოცდაათი ადამიანი დასაქმდება“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ასევე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში. ამისთვის კომპანია „რკ ვაშნარის“ სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით გადაეცემა 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ჩაის საწარმოში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემა დაინერგება (HACCP).
„მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას კომპანიებს, რომლებსაც სურთ ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება. შესაბამისად, ამ პროექტშიც სწორედ პროგრამის მიხედვით მოხდება ჩაის კულტურის განაშენიანება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა