ინდური ლოუ ქოსთერი რეგიონში შემოდის

საქართველო, თბილისი - 16:03 | 16.08.2016
ნანახია: 2193

ინდურმა ლოუ ქოსთერმა GoAir-მა ქვეყნის მთავრობისგან 9 ახალ მიმართულებაზე შესაბამისი ნებართვა მიიღო. აღნიშნულ 9 მიმართულებაში საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი და ირანიცაა.

ავიაკომპანია GoAir-ი მუმბაიშია ბაზირებული და 2017 წლიდან აზერბაიჯანის, ირანის, ჩინეთის, ვიეტნამის, უზბეკეთის, ყაზახეთის, კატარის, საუდის არაბეთისა და მალდივების მიმართულებით იწყებს ფრენებს.

GoAir-მა კომერციული ავიაგადაზიდვები 2005 წლიდან დაიწყო და ინდური კორპორაცია Wadia Group-ის კუთვნილებაა.

GoAir-ი ყოველდღიურად 140 რეისს ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე