პირველი ვიცე-პრემიერი ბიზნეს მოუწოდებს ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობის ტენდერში მიიღონ მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 16.08.2016
ნანახია: 1203

საქართველიოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ამბროლაურში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე ისაუბრა და სამშენებლო კომპანიებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ გამარტივებულ ელქტრონულ ტენდერში, რომელიც მალე გამოცხადდება. 

„ვიწყებთ აეროპორტის მშენებლობას, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ ნებართვის მოწონება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს. მინდა, ყველა სამშენებლო და საპროექტო კომპანიას მოვუწოდო, მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში. ორი მიმართულება იქნება გამოტანილი - ერთი, ამბროლაური, სადაც 1 100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება ასაშენებელი,  ასევე ტერმინალიც. 
მეორე მიმართულება კი  არის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე