ნოუთბუქების ბაზრის ლიდერი Lenovo-ა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 16.08.2016
ნანახია: 1428

 

კომპანია TrendForce-ს ანალიტიკოსებმა ნოუთბუქების ბაზარი გამოიკვლიეს და ყველაზე მოთხოვნადი ბრენდების რეიტინგიც შეადგინეს.

კვლევამ აჩვენა, რომ 2016 წლის ექვს თვეში მწარმოებლებმა ბაზარს 74.178 მლნ ნოუთბუქი მიაწოდეს, რაც 4 %-ით კალებია 2015 წლის პირველი ნახევრის მიწოდებასთან.

თუმცაღა 2016 წლის იანვარ-ივნისში კომპანია Lenovo-მ ბაზარს 16.15 მლნ ნოუთბუქი მიაწოდა, რაც 4,1 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. ჩინური კომპანია ნიუთბუქების ბაზრის 21,8 %-ის მფლობელია.

მეორე ადგილზეა HP (Hewlett-Packard), რომელმაც ბაზარს გასაყიდად 15.8 მლნ ნოუთბუქი მიაწოდა, 1,6 %-ით მეტი ვიდრე 2015 წლის ექვს თვეში. მისი წილი დღეისათვის კი  21.3%-ია.

„შესანიშნავ სამეულში“ მოხვდა ასევე Dell-ი, რომლის საბაზრო წილიც 15.3%-ია. კომპანიამ 2016 წლის იანვარ-ივნისში ბაზარს 11,1 %-ით მეტი ნოუთბუქი მიაწოდა.

რაც შეეხება ASUS-ის ნოუთბუქების ბაზრის 10,9%-იანი წილის მფლობელია. კომპანიამ 2016 წლის პირველ ნახევარში ბაზარს 1,5%-ით მეტი ნოუთბუიქი მიაწოდა.

სამაგიეროდ საგრძნობლად შეამცირა მიწოდება Apple-მა. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ MacBook-ის რეალიზაცია 4-ჯერაა შემცირებულია.

TrendForce-ს ანალიტიკური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივნისში Apple-მა ბაზარს 23,4 %-ით ნაკლები MacBook-ი მიაწოდა ვიდრე 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში. დღეისათვის ნოუთბუქების ბაზარზე Apple-ს წილი 7,9 %-ია.

Acer-ის წილი ნოუთბუქების ბაზარზე 7,7%-ია, ხოლო Samsung-ს ამ ბაზრის 2 %-ს ძლივს ინარჩუნებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე