„ATA Airlines“-მა თეირანი-ბათუმი-თეირანის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:54 | 16.08.2016
ნანახია: 1476

ირანულმა ავიაკომპანია „ATA Airlines“-მა ოპერირება თეირანი-ბათუმი-თეირანის მიმართულებაზე დაიწყო. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ირანულმა ავიაკომპანია „ATA Airlines“-მა თეირანი-ბათუმი-თეირანის საჰაერო ხაზზე, პირველი რეისი  12 აგვისტოს შეასრულა.

კომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს 23 სექტემბრამდე განახორციელებს.

ამასთან, 15 აგვისტოდან „ATA Airlines“-მა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეები გაზარდა თბილისის მიმართულებით. რეისი თეირანი-თბილისი-თეირანი ნაცვლად ორისა, კვირაში ოთხჯერ განხოციელდება. გაზრდილი ავიასიხშირეებით ოპერირებას ავიაკომპანია ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ხსენებულ ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე