პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ

საქართველო, თბილისი - 10:20 | 16.08.2016
ნანახია: 1251

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის მხარდაჭერით და უნგრული ავიაკომპანია  "Wizz Air ორგანიზებით, პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ. პრესტურის ფარგლებში ბეჭდურიმედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, წყალტუბო, ქუთაისი, სამეგრელო და სვანეთი მოინახულეს.  პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ. მასალები გავრცელდება „Wizz Tours"-ის ბროშურებში, რომელიც  ავიაკომპანია "Wizz Air"-ის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტია.   „Wizz Tours" მომხმარებელს სთავაზობს ავიაბილეთების და სასტუმროების პაკეტებს. პრესტური მიზანი აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებაა, მათ შორის უნგრეთში, პოლონეთსა და რუმინეთში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე