Air Asia ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ ევროპაში ფრენებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 15.08.2016
ნანახია: 1192

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოუ ქოსთერი Air Asia ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ ევროპაში ფრენებს გეგმავს.

ავიაკომპანია მზადაა 30 ოქტომბრიდან, კუალა-ლუმპური სტამბული და კუალა-ლუმპური-ბარსელონას მიმართულებებზე ყოველდღიურად იფრინოს.

ცნობილია, რომ აღნიშნულ მარშრუტზე Air Asia-ს შვილობილი Air Asia X იფრენს.

შეგახსენებთ, რომ ლოუ ქოსთერი 2012 წელს ლონდონისა და პარიზის მიმართულებით დაფრინავდა. თუმცა აღნიშნული არარენტაბელური აღმოჩნდა და კომპანიაც იძულებული გახდა ამ მიმართულებებზე ოპერირება შეეცერებინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე