უკრაინიდან ექსპორტირებული სიგარეტის 18,92%-ი საქართველოზე მოდის

საქართველო, თბილისი - 11:14 | 15.08.2016
ნანახია: 1283

უკრაინიდან ექსპორტირებული სიგარეტის 18,92%-ი საქართველოზე მოდის. როგორც უკრაინული გამოცემა Joinfo სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით  წერს, იანვარ-ივლისში უკრაინიდან 145,27 მლნ დოლარის ღირებულების სიგარეტის ექსპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში სიგარეტის იმპორტმა კი  47,6 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით უკრაინულ სიგარეტის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა იაპოანიაა, სადაც შვიდ თვეში 31,9 მლნ დოლარის ღირებულების უკრაინული სიგარეტის იმპორტი განხორციელდა, ანუ უკრაინიდან ექსპორტირებული სიგარეტის 22,02%-ი.

მეორე პოზიციაზე საქართველოა, რომელმაც 27,5 მლნ დოლარის ღირებულების უკრაინული სიგარეტის იმპორტი განახორციელა. მესამე პოზიციაზეა აზერბაიჯანია, სადაც 24,7 მლნ დოლარის უკრაინული სიგარეტის იმპორტი დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე